ფიზიკური თერაპევტი
MedFox • მედფოქსი · Tbilisi, Georgia
Apply & track with Apply Edge🦊 სტაჟირება და დასაქმება „მედფოქს“- ში.ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი „მედფოქსი“ აცხადებს ფიზიკური თერაპევტის ვაკანსიას.თუ ხარ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი, შესაბამისი მიმართულების IV კურსის სტუდენტი ან ახლახან დაამთავრე უნივერსიტეტი — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.ვეძებთ მოტივირებულ ადამიანს, რომელსაც სურს ბავშვებთან მუშაობა, პრაქტიკული გამოცდილების მიღება და პროფესიული განვითარებასტაჟიორები პრაქტიკულ საქმიანობაში ჩაერთვებიან კვალიფიციური სპეციალისტების ხელმძღვანელობით და ეტაპობრივად მიიღებენ ბავშვებთან მუშაობისთვის საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას.საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- დასრულებული ან მიმდინარე უმაღლესი განათლება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მიმართულებით;
- ბავშვებთან მუშაობის სურვილი და</p>ინტერესი;
- პროფესიული განვითარებისა და ახალი მეთოდების შესწავლის მ</p>ოტივაცია;
- ემპათია, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კარგი ორგანიზაციული უნარები;
- გუნდური და ინტერდისციპლინური მუშაობის მზაობა;
- პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.პროფესიული გამოცდილება სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის — განვიხილავთ მოტივირებული სტუდენტებისა და ახალკურსდამთავრებულების კანდიდატურებსაც.</p>📍 სამუშაო ადგილი: თბილისი⏱ დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი📅 განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი📩 დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე:n.natsauri@medfox.ge